რუსთავში CO-თი ბებია და შვილიშვილი მოიწამლა

2018-11-17 11:23:51

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები ბებია და შვილიშვილი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ინტოქსიკაციის ნიშნებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მათი მოწამვლის მიზეზად, გაზით ინტოქსიკაცია სახელდება.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, პაციენტებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ და ისინი ამ ეტაპზე ბინაზე არიან გაწერილები.