საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთავის რესურს ცენტრის ინფორმაციით, გარდა ერთი სკოლისა გათბობის სისტემა ყველა საჯარო სკოლაში ჩართულია. მე-15 სკოლაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემის მონაჟის გამო გარკვეული ტექნიკური პრობლემები წარმოიშვა, რომელიც ორშაბათიდან აღმოიფხვრება და საგანმანათლებლო დაწესებულებაში გათბობის სისტემაც ჩაირთვება.