საახალწლო განათებებ​ის დამონტაჟება დაიწყო

2018-11-16 12:37:35

რუსთავში, საახალწლო განათებების დამონტაჟება თოდრიას ქუჩიდან დაიწყო.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები საახალწლო აქსესუარებით სხვა ქუჩებსაც მორთავენ.

საახალწლო სოფელი კი კოსტავას ქუჩიდან ლეონიძის ქუჩაზე გადაინაცვლებს.

რაც შეეხება მთავარ ნაძვის ხეს. საახალწლოდ მერია ახალი ნაძვის ხის შეძენას არ გეგმავს. მერიის წინ, რამდენიმე წლის წინ შეძენილი ნაძვის ხე დაიდგმება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები მხოლოდ საახალწლო ილუმინაციების შეძენაზე დაიხარჯება.

როდის ჩაირთვება რუსთავში საახალწლო განათებები ამ ეტაპზე უცნობია.