გათავისუფლებული მუშების პროტესტი გრძელდება.

2017-02-13 12:39:11

სს „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების აქცია დღეს განახლდა. ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლები უკვე მე-19 დღეა სამსახურში აღდგენას ითხოვენ. დღევანდელი აქცია საქართველოს პროფკავშირების ორგანიზებით ჩატარდა. როგორც, საწარმოსთან შეკრებილი მუშები აცხადებენ, ისინი აქციებს იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. „აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი მასშტაბური აქცია რუსთავში ხვალ 12:00 საათზე იგეგმება, რომელსაც უცხო ქვეყნების პროფკავშირებიც შეუერთდებიან.