ქურდობის მცდელობის ფაქტი რუსთავში

2018-11-16 17:39:22

პოლიციამ 28 წლის მამაკაცი მაშინ დააკავა როდესაც მოპარული ნივთი მაღაზიიდან უნდა გაეტანა.

მამაკაცი მე-12 მიკრორაიონში მდებარე მაღაზია "ფიქს პრაისში" შევიდა, აიღო ერთერთი ნივთი, ჯიბეში ჩაიდო და მიმალვას შეეცადა. მაღაზიის გამყიდველმა მამაკაცის ქმედებაში ევი შეიტანა და პოლიცია გამოიძახა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ქურდობის მცდელობის ფაქტზე მხილებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ 19-177-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. უწყბაში ამბობენ, რომ ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.