ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში

2018-11-14 00:09:39

co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა.

ცენტრალურ საავადმყოფოში ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული 17 წლის გოგონა XI მიკრორაიონიდან შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის მიზეზით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ასევე XV მიკრორაიონშიც გამოიძახეს.