მამა გიორგი მამალაძეს პატიმრობა შეეფარდა.

2017-02-13 11:30:57

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. 
სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდეს.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აეროპორტში  10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია რას უკავშირდება მისი აყვანა. ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი  არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს გრიფითსაიდუმლოადევს. საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, არის ეჭვი, რომ სასულიერო პირი პატრიარქის მოწამვლას გეგმავდა.

ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ბერლინის კლინიკაში უკვე დაიწყო.