უფასო სახელმძღვანელოების მეორე ეტაპი დაიწყო

2018-11-12 11:34:14

რუსთავის სკოლებში პროექტი  “უფასო სახელმძღვანელოების“ მეორე ეტაპი დაიწყო.

ქალაქში ჩამოტანილია 57707 წიგნი. სახელმძღვანელოები პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს დაურიგდებათ.

"პროექტი "უფასო  სახელმძღვანელოების" პირველი ეტაპი სასწავლო პროცესის დაწყებამდე დასრულდა, დაიწყო მეორე ეტაპი. სახელმძღვანელოები დაურიგდებათ პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს. აღნიშნულ კლასებში სკოლის წიგნების გრიფირება მოხდა და ძველი წიგნები ჩანაცვლდება სულ ახლით", - განაცხადა რუსთავის რესურსცენტრის თანამშრომელმა თამარ ნიკოლეიშვილმა.

სახელმძღვანელოები საჯარო სკოლებში მათი მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება. წიგნები ასევე დაურიგდებათ იმ მოსწავლეებს რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ და არიან სოცალურად დაუცველები.