საზოგადოება "რუსთაველი" დაფუძნდა [photo]

2018-11-11 20:10:30

ქალაქის ცენტრალურ პარკში რუსთაველების ნაწილი შეიკრიბა. მათი მთავარი მიზანი რუსთავზე ზრუნვის იდეის ქვეშ გაერთიანება იყო.

შეკრებაზე წამოაყენეს ინიციატივა შექმნილიყო საზოგადოება "რუსთაველი", რომლის მთავარი ფუნქცია რუსთავისა და რუსთაველების პრობლემების მოგვარება იქნება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით საზოგადოება "რუსთაველის" მთავარი საქმიანობა იქნება საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა, სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური გამოწვევებთან გამკლავება და პოლიტიკურ ჭრილში სწორი ანალიზის გაკეთება.

საზოგადოება "რუსთაველში" თითოეულ რუსთაველს შეუძლია ჩართვა და საკუთარი ინიციატივის წამოყენება. ორაგანიზაციის კარი ნებისმიერი რუსთაველისთვის იქნება ღია.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული და ღვაწლმოსილი რუსთაველები.