ინციდენტი რუსთავში [video]

2018-11-12 00:32:56

შარტავას გამზირზე, ერთერთი საცხოვრებელი ბინის ეზოში, ინციდენტი მოხდა. [ვიდეო/video]

ადგილობრივები ეზოში სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ, რა დროსაც ერთერთ მათგანს, მათივე მეზობელი, 50 წლამდე ქალი, სახრახნისით თავს დაესხა.

არსებული ინფორმაციით, ქალს, რომელიც მეზობელს თავს დაესხა, შეიძლება ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.

ინციდენტის შემდგომ აღნიშნული ქალი სახლში შევიდა, ჩაიკეტა, კარს არ აღებდა, ფანჯრიდან იყურებოდა და მეზობლებს უყვიროდა.
ადგილობრივების თქმით, ქალი საფრთხეს წარმოადგენს, მათ ეშინიათ სადარბაზოში შესვლის, გარეთ ბავშვებს ვეღარ უშვებენ, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვიდეს და თავდასხმა განახორხიელოს. ადგილობრივების თქმით მსგავსი შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და საწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

ამდროისთვის საცხოვრებელ შენობასთან პრევენციის მიზნით მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.