რამდენი ავარია მოხდა რუსთავში

2018-11-11 13:02:24

"ინფო რუსთავი"-ს ობიექტივში ოქტომბრის თვეში, ქალაქის მასშტაბით, 7 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
ავარიების შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია ერთი.

სიჩქარის გადაჭარბებისა და მძღოლების უყურადღებობის გამო რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე 2 შემთხვევა დაფიქსირდა. დაშავებულია 1,ხოლო ადგილზე გარდაიცვალა 1 პიროვნება.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ასევე რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე, კონკრეტულად კი - თოდრია, რუსთაველის ქუჩა დაფიქსირდა 2 შემთხევა, დაშავებულია 3 ადამიანი, ხოლო მე-16 მიკრო რაიონში და ე.წ ახალ ხიდთან მომხდარი ავარიების შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინფო რუსთავის" ბოლო თვის სტატისტიკით, რუსთავში წინა თვებთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვა იკლო.