საქველმოქმედო საღამო რუსთავში

2018-11-10 18:41:04

რუსთავის კულტურის სახლში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. მაყურებლის წინაშე პროექტ  „X ფაქტორის“ და „ვოისის“ მონაწილე მომღერლები წარსდგნენ. ღონისძიებაში ასევე ჩართულები იყვნენ ხელოვანი ადამიანები.

ღონისძიებას ორგანიზაცია „თანადგომა“ ააიპ „ქ. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების  ცენტრი“-ს მხარდაჭერით გაიმართა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ორგანიზაცია „თანადგომა“ კონცერტიდან შესული თანხით, რუსთავში მცხოვრებ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმარება.