"დახმარებას დაგვპირდნენ" [photo]

2018-11-10 11:06:47

რუსთავში, სტამბულის ბაზარის მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ვაჭრობა განაახლეს.

ალტერნატიულ ფართი დაზარალებულებს სტამბულის ბაზრის მფლობელმა გამოუყო, რაც შეეხება საქონელს, რომლითაც უნდა ივაჭრონ, მათი თქმით, თანხები ნათესავებისგან მოიძიეს.

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ დახმარებას დაპირდნენ.