co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში

2018-11-08 00:01:36

co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბუნებრივი აირის ნამწვით XI მიკრო-რაიონში სამი ადამიანმა მოიწამლა.

პაციენტები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინტოქსიკაციის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.