რა ბედი ეწიათ დაზარალებულ მოვაჭრეებს

2018-11-07 21:38:25

ე.წ. "სტამბულის ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის დროს დამწვარი სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ.

"ვითხოვთ საბაზისო თანხას, კარგია რომ შენობა გამოგვიყვეს თუმცა რითი დავიწყოთ ვაჭრობა? არაფერი დაგვრჩა. მერიაში აცხადებენ რომ დაგეხმარებითო. სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ ეს ფართი გამოგვიყო, თუმცა აქ არც დახლება და არც სავაჭრო საქონელი გვაქვს რომ დახლებზე დავდოთ. შეგვპირდნენ ბანკების სესხებს გადაგივადებთო. ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ერთერთმა მოვაჭრემ.

მოვაჭრეებს ფართი ბაზრის მეპატრონემ უსასყიდლოდ გამოუყო, ამ დროისთვის დაზარალებულად 43 თანამშრომელია ცნობილი. დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო, მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციის დემონტაჟი.

შეგახსენებთ რომ ე.წ. "სტამბულის ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტს ცეცხლი 1 ნოემბერს წაეკიდა. ხანძრის გაჩენის ბრალდებით პოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა მალევე დააკავა.