რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

2018-11-07 10:55:41

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს:

"რუსთავი, რუსთაველის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 07/11-ის 10:40-დან 16:30-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

რუსთაველის ქუჩას და მე-2 გასასვლელს, სუმგაით მეტალურგების, კოსტავას, 9 მაისის, სარაჯიშვილის, არაყიშვილის ქუჩებს, მაიაკოვსკის ქუჩას და გასასვლელს".