ქვემო ქართლის გუბერნატორი, ორგანიზაცია "საზოგადოება რუსთაველები - კეთილი ადამიანების" წარმომადგენლებს შეხვდა.
შოთა რეხვიაშვილმა, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ რუსთაველებს, ქალაქის განვითარებაში შეტანილი, მნიშვნელოვანი, წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ,"საზოგადოება რუსთაველები - კეთილი ადამიანების" წევრებმა, მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და რეგიონის ხელმძღვანელებს, სხვადასხვა სფეროს განვითარების შესახებ, საკუთარი ხედვა გააცნეს.
საუბარი შეეხო, ქალაქში არსებული ტრადიციების შენარჩუნების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს.
შოთა რეხვიაშვილი, ორგანიზაციის წარმომადგელებს, კომპეტენციის ფარგლებში, მხარდაჭერას დაპირდა.
ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.