მამის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ ვაჟი შეეძინა (ვიდეო).

2017-02-11 17:29:18

 33 წლიანი ლოდინს შემდეგ ქართველ წყვილს პირველი შვილი შეეძინა. ნათელა ლაზიშვილმა პირველი შვილი 59 წლის ასაკში გააჩინა. პატარა საკეისრო კვეთით დაიბადა. ექიმის თქმით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილის მამა 61 წლის არის. ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში მცხოვრები ქალბატონი გასულ წელს დაწყებული მკურნალობის შედეგად  დაფეხმძიმდა. 8 თვისა და 5 დღის ორსულობის შემდეგ კი საკეისრო კვეთით  გიორგი ლაზიშვილი დაიბადა. ინტერნეტში ახალშობილის მამის პირველი ემოციების ამსახველი ვიდეო გავრცელდა.