ბუნკერების პრობლემა მოგვარდა

2018-11-05 18:08:24

რუსთავში ბუნკერების დალუქვის პროცესი დასრულდა.

ქალაქის მასშტაბით სულ 249 კორპუსის, 1043 სადარბაზოში არსებული ბუნკერი დაილუქა.

"ბუნკერების დალუქვა დაიწყო 2017 წელს, თუმცა გარკვეული შეფერხებების გამო ის დროებითშეჩერებული იყო. 2018 წელს კი განახლდა და ჩვენმა სამსახურმა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში 138 კორპუსში დაასრულა სამუშაოები", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას "რუსთავისსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.

ბუნკერების დალუქვის პარალელურად  მოგვარდა სადარბაზოებში დეზინფექციის საკითხიც, კერძოდ მოხდა ბუნკერების დამუშავება, რაც მღრღნელების გავრცელებას უშლის ხელს.

როგორც ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა სადარბაზოებში ბუნკერების დამუშავების პროცესი დასრულებულია, თუმცა სამსახური  კვლავ აგრძელებს სამუშაოებს და ახორციელებს სარდაფების დეზინფექციას.