ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა.
ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მინივენი და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილი შეეჯახა. ავარის დროს ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.