"ავაშენებთ ახალ ობიქტს და დავასაქმებთ ხალხს"

2018-11-05 18:05:05

რუსთავში, სტამბულის ბაზარის მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული მოვაჭრე დაზარდალდა, მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც "ინფო რუსთავს" ბაზრის მეპატრონემ გოჩა სირაძემ განუცხადა, ბაზრის ტერიტორიაზე ახალი ობიქტის მშენებლობა იგეგმება სადაც მოვაჭრეები დასაქმდებიან.

"გვერდით გვიდგას ქალაქის ხელისუფლება, გუბერნატორი, გვაქვს კარგი კომუნიკაცია ხალხთან, დაგვპირდნენ გვერდში დგომას, ავაშენებთ თავიდან ობიექტს და ეს ხალხი კვლავ დასაქმდება. მანამდე ალტერნატიულ ფართს გამოვუყოფთ, შევუშვებთ უსასყიდლოდ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ავაჭრო ცენტრის მეპატრონემ გოჩა სირაძემ.