მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-11-03 20:53:13

გარემოს ეროვნული სააგენტო: 4-5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 4-5 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა +14, +16 გრადუსამდე იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 4 ნოემბერი +15°C, 5 ნოემბერი +18°C, 6 ნოემბერი +15°C, 7 ნოემბერი +17°C.