დაწესდება თუ არა მძღოლებისთვის ასაკობრივი ზღვარი.

2017-02-11 13:57:18

პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილში მცხოვრებმა ზვიად კუბლაშვილმა მიმართა. ახალი ინიციატივის მიხედვით, ცვლილება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების“ შესახებ კანონს უნდა შეეხოს, კერძოდ, ინიციატორი ითხოვს, რომ 65 წელს გადაცილებულ პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლობა აეკრძალოთ, ასევე აიკრძალოს 10 წელზე მეტი ხნის  ავტომანქანების საზოგადოებრივ ტრანსპორტად მუშაობა. აკრძალვის მიზეზად, საკანონმდებლო წინადადების ავტორი, მოხუცი მძღოლების ჩაძინებისა და ქრონიკული დაავადებების გამოვლინების გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს ასახელებს, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.