ბოლო პერიოდში რუსთავის ბაზარში სხვადასხვა სახეობის პროდუქტზე ფასები გაიზარდა. კილოგრამი ხორცი 10-დან 15 ლარამდე ღირს, ყველი - 6 ლარიდან 11 ლარამდე, 1 კილოგრამი ხილის საშუალო ფასი კი სამი ლარია. მოვაჭრეთა ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაში პროდუქტი, სულ მცირე, 20&-30% გაძვირდა.
ბოლო ორი თვის მონაცემებით, პროდუქტის ფასი რუსთავის ე.წ "სტამბოლის ბაზარზე":
ძროხის ხორცი 14-15 ლარი
ღორის ხორცი 10-11 ლარი
ყველი 6-11 ლარი
1კგ. შაქარი 1.60 ლარი
1კგ. წიწიბურა 1.60 ლარი
1კგ. მაკარონი 1.40 ლარი
1კგ. ლობიო 5-6 ლარი
1კგ. ფქვილი 1.20
1 კგ. ხახვის 1 ლარი
ქათამი 6-7 ლარი
თევზი 5 ლარი