ვის გაიწვევენ ჯარში და ვინ შეძლებს გაწვევის გადავადებას.

2017-02-11 12:20:31

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევა 3 787 წვევამდელს შეეხება. წვევამდელების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად გადანაწლდა:

თავდაცვის სამინისტროსია 1400, სასჯელაღსრულების -1000, შინაგან საქმეთა სამინიტროსი - 965, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კი 422 წვევამდელი.

რუსთავიდან სულ 145 წვევამდელს გაიწვევენ, მათ შორის 10-ს თავდაცვაში, 5-ს უსაფრთხოებაში, 130-ს კი სასჯელაღსრულებაში. პირველი გაწვევა 14 თებერვალს დაიწყება და ოფიციალურად მაისის ბოლომდე გასტანს. წვევამდელების ასაკი 18-დან 27 წლის ჩათვლით არის განსაზღვრული. როგორც  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა, ლევამ ონიანმა, „ინფო რუსთავს“ განუცხადა, წვევამდელებს გაწვევის შესახებ ინფორმაცია უწყების სახით გაეგზავნებათ, არ გამოცხადების შემთხვევაში შესაბამისი სამსახური უწყებას კიდევ ერთხელ გააგზავნის და, თუ განმეორებითაც არ გამოცხადდება წვევამდელი, მაშინ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი დააჯარიმების შესახებ.

რაც შეეხება გადავადებას, ოფიციალური მოსაკრებლის 2000 ლარის სახით 25 წლამდე პირებს გაწვევის 18 თვით  გადავადება შეეძლებათ. ასევე გადავადება შეეხებათ, მათ ვინც აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებაში სწავლობს, არის დედისერთა, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი და ა.შ