3 ნოემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
3 ნოემბერს 07:00-დან 08:15 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3558 აბონენტს რუსთავში ფალიაშვილის, ლომოურის, თოდრიას, მეგობრობის, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებსა და მიკრორაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.