ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ფალიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
ერთმანეთს "ტოიოტა"-ს და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახა. შეჯახების შედეგად, "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ავარდა და ხეს დაეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.