შემთხვევა რუსთავში, დაშავდა მამაკაცი

2018-11-02 00:07:34

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით 49 წლის კაცი, ფოლადსადნობ საამქროში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა რა დროსაც ის 3-4 მეტრის სიმაღლიდან დაბლა დაეცა. ვარდნის დროს მას ასევე დაეცა სხვა ნივთი რა დროსაც შუბლის მიდამოში ჭრილობა მიიღო.

"პაციენტი მოიყვანეს საწარმოო ტრამვის შემთხვევიდან, ჩამოვარდა 3 მეტრის სიმაღლიდან. აქვს დაზიანებები მენჯზე, მისი მდგომარეობა არის მძიმე მაგრამ სტაბილური. ჩაუტარდა რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევა, სპეციალისტების კონსულტაციები, ქირურგის, ტრამვატოლოგის, დამუშავდა ჭრილობა, მოხდება ჩონჩხოვანი დაჭიმვა", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ემერჯენსის მორიგე ექიმმა ელისო დვალმა.