"ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება"

2018-10-31 13:31:20

ე.წ სტამბულის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ეჭვობენ, რომ ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს.

მოვაჭრეები ელექტროსადენების მიზეზით ხანძრის გაჩენას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ყოველ საღამოს ელექტროენერგია ითიშება და ისინი ტერიტორიას ამის შემდეგ ტოვებდნენ.

ხანძრის შედეგად დაზარალებულები სხვადასხვა ვერსიებზეც საუბრობენ. ნაწილის თქმით, რამდენიმე თვის წინ თანამშრომლებს შორის გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტამბულის ბაზარში გაჩენილი ხანძარის შედეგად დამწვარია 1000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია . ცეცხლი იმ ობიექტს გაუჩნდა სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყდებოდა. ასევე დამწვარია ავეჯის მაღაზიებიც.

შემთხვევის გამო ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.