რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

2018-11-01 11:23:40

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "რუსთავი, ყაზბეგის ქ. I ჩიხში, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, 01/11-ის 12:00-დან 21:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება: ყაზბეგის ქუჩას და გასასვლელებს, ვაჟა-ფშაველას ქ. N 17-დან ბოლომდე, თბილისის ქ. N 18, 20, 22.

მშენებელთა ქ. N 6ა-ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 01/11-ის 12:00-დან 15:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება: მშენებელთა ქ. N 1, 2, 3, 4, 4ა, 5, 6, 6ა, 7, 8, კოსტავას ქ. N 11ა, ფიროსმანის ქ. N 3,5, გ.ნიკოლაძის ქუჩას.