8 და 12 წლის მოზარდები ამ დრომდე კლინკაში არიან

2018-10-31 22:42:30

რუსთავში, XIX მიკრორაიონში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.

იაშვილის კლინიკაში მყოფი 12 წლის ბიჭს 2 დღეში უკვე ბინაზე გაწერენ, ხოლო 8 წლის გოგონა ჯერ კიდევ ბოკერიას სახელობის კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს.

შეგახსენებთ რომ აფეთქება რუსთავში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 21 ოქტომბერს მოხდა რა დროსაც 12 ადამიანი დაშავდა.