რა ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში

2018-10-31 19:23:24

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ინფო რუსთავთან“ საუბრისას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურა. პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გრიგოლ ვაშაძეს რუს ჟურნალისტთან პირველი ტურის შედეგების აღნიშვნაში ბრალს სდებენ.

საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ვიდეოში ასახულია ბელორუსიელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარი.

“ერთი, რომელიც საუბრობს არის ბელორუსი, ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ხოლო მეორე ჟურნალისტი არის უკრაინელი, რადგან ერთმანეთის ენა არ ვიცოდით, ჩვენს შორის კომუნიკაცია ინგლისურ და რუსულ ენაზე წარიმართა. ვისაც ეს ინტერვიუ აინტერესებს ვურჩევდი, რომ არ აყვნენ  “ქართული ოცნების“ პროპაგანდას და ბოლომდე მოუსმინონ ჩემს საუბარს“, - აცხადებს “ინფო რუსთავთან“ საუბრისას გრიგოლ ვაშაძე.