გრიგოლ ვაშაძე რუსთაველებს შეხვდა

2018-10-31 19:17:28

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი  გრიგოლ ვაშაძე რუსთაველ ამომრჩევლებს შეხვდა.

გრიგოლ ვაშაძე ჭყონდიდელის დასახლების  და მე-19 მიკრორაიონის მცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

“მოვუსმინეთ ხალხს და გავიგეთ თუ რა სჭირდებათ მათ. ხელისუფლებაში მოსვლა მმართველი პარტიის მსგავსად სახლების ასაშენებლად და მანქანების შესაძენად კი არა, არ გვჭირდება, არამედ საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად. სახელმწიფო არის გადასარჩენი. დიდი მადლობა რუსთაველებს, მათ თავგანწირვით იმუშავეს.“ -განაცხადა „ინფო რუსთავთან“ საუბრისას  გრიგოლ ვაშაძემ