სასკოლო-სპორტული ოლიმპიადია

2018-10-31 18:30:40

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ფეხბურთში ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც გამარჯვება რუსთავის #21-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

ოლიმპიადის ფარგლებში ერთმანეთს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების მიერ დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ.

ფინალურ ეტაპზე რუსთავის ჩემპიონი გუნდი გამოვლინდა, რომელიც ქვემო ქართლის პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.

პირველი ადგილის მოსაპოვებლად N4-ე და N21-ე საჯარო სკოლები შეხვდნენ, მე-4 სკოლას 21-ე სკოლის გუნდმა სძლია და გამარჯვებაც მოიპოვა.

მეორე ადგილს დასჯერდა N4-ე საჯარო სკოლა, მესამეზე კი N17-ე საჯარო სკოლა გავიდა.

ოლიმპიადაში 2002-2003-2004 წლებში დაბადებული მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტის 8 სახეობაში (მინი ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მხიარული სტარტები) იმართება.