ავარია ლილოს მაგისტრალზე

2018-10-31 16:04:15

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლილოს მაგისტრალზე, კონკრეტულად კი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე

ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, აქედან 2 მიკროავტობუსია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მერსედესის მარკის ატომობილს სატვირთო მანქანა შეეჯახა, სატვირთო ავტომობილი კი ყვითელ მიკროავტობუსს, რამაც უკვე მეორე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაჯახება გამოიწვია. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადბრუნდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მიკროავტობუსები "თბილისის მიკროავტობუსების" კომპანიას ეკუთვნის.

თვითმხილველების ინფორმაციით არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფები და სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.