"შემოდგომის დღესასწაული" [photo]

2018-10-30 19:34:26

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის აფითეატრში #6 ბაღის 5-6 წლიანთა აღსაზრდელებმა ღონისძიება სახელწოდებით "შემოდგომის დღესასწაული" გამართეს.

აღსაზრდელებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, ასევე შეითავსეს ჟურნალისტისა და ოპერატორის როლები. ბავშვებს ჩურჩხელის ამოვლებაში ესპანელი სტუმრები დაეხმარნენ.

ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი თვითმართველობის წევრები და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა.