ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-10-30 18:37:17

31 ოქტომბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს 10:30-დან 19:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5641 აბონენტს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ტაზა-მახლა, სადახლო, ბურმა და მიმდებარე სოფლებში,

10:30-დან 18:15 საათამდე 1889 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში არსარვანი, იმერა, ბარეთი, ხაჩკოვი, თეჯისი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე 745 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში მუშევანი, ჯავშანიანი, ქვეში და მიმდებარე სოფელბში,

11:15-დან 19:30 საათამდე 6339 აბონენტს დმანისის რაიონის სოფელბში დალარი, კამიშლო, მთისძირი, საკირე, ლოქჯანდარი და მიმდებარე სოფელბში,

13:00-დან 18:00 საათამდე 186 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში გაჩიანი, აქთაკლია, კრწანისი, ფონიჭალა, ბაქოს გზატკეცილი და მიმდებარე სოფელბში,

15:00-დან 16:00 საათამდე 1662 აბონენტს რუსთავში მე-8 და მე-7 მიკრორაიონებში, შარტავას, ქუთაისის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.