რუსთავის სასამართლოში იმ მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი განიხილებოდა რომელიც არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში იყო შემჩნეული. [ვიდეო/video]
მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა რუსთავის პროკურატურის პროკურორის ანი ხუბეჯაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ ვ.ლ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ვ.ლ-ს ბრალი აქვს წაყენებული სსკ 141-ე მუხლის მეორე ნაწილის დ-ე ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას ძალადობის გარეშე არასრულწლოვანთან დამამძიმებელ გარემოებაში, 2 პირის მიმართ. აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.