რუსთავში, 40 საარჩევნო უბანზე ხმები დათვლილია და წინასწარი მონაცემები ცნობილია.
რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში, უბნებიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პირველ ადგილს, რუსთავში, გრიგოლ ვაშაძე იკავებს, მეორე ადგილზე კი სალომე ზურაბიშვილია.
დათვლილი ხმების მიხედვით, 10222 ხმით ვაშაძე პირველ ადგილზეა, ხოლო 5093 ხმით, სალომე ზურაბიშვილი მეორე ადგილს იკავებს.