საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

2018-10-28 17:44:39

17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ რუსთავში 37% -ზე მეტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 40 080 ამომრჩეველი "- აღნიშნულის შესახენ ინფო რუსთავს რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვებისთვის 50%-ს + 1 ხმა სჭირდება. თუ არჩევნებზე მისული მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ დაუჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური დაინიშნება.

3 703 უბანი 08:00-ზე გაიხსნება, მათ შორის, 55 საზღვარგარეთ, 11 კი - გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა კენჭისყრა და ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 - კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

რაც შეეხება რუსთავს, აქ სულ 107 724 ამომრჩეველია რეგისტრირებული.