მცირე ინციდენტი რუსთავში

2018-10-28 15:05:10

მცირე ინციდენტი დაფიქსირდა რუსთავში, N2 უბანზე, სადაც ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" წარმომადგენლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ოლეგი ღვალაძე ამბობს, საარჩევნო უბანზე პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, კომისიის წევრის მხრიდან იყო მითითებები ევროპული საქართველოს დამკვირვებლების მისამართით, რომ სხვა ტერიტორიაზე დაეკავებინათ ადგილი, რაზეც მან რეაგირება მოსთხოვა უბნის თავმჯდომარეს, თუმცა როგორც ღვალაძე ამბობს, თავმჯდომარეს ამ ყველაფერზე რეაგირება არ ჰქონია. მხარეებს შორის შელაპარაკება ამ ფაქტს მოჰყვა.

ღვალაძის ბრალდებების ადრესატი ავთანდილ კარანაძე აცხადებს, რომ ღვალაძე პროვოკატორია და არანაირი დარღვევა უბანზე არ ყოფილა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.