"სპორტი ყველასათვის" [video]

2018-10-27 12:41:16

რუსთავში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბავშვო ველორბოლა "kids face" გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში, 70მდე, 2-დან 16 წლამდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. [ვიდეო/video]

ველორბოლის ორგანიზატორმა, გიგა ძულიაშვილმა, "ინფო რუსთავთან" საუბრისას თქვა, რომ რუსთავში ეს ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ღონისძიებაა და მომავალში უფრო ხშირად გაიმართება. მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებები, ახალგაზრდებში გაზრდის სპორტის სიყვარულს და ჯანსაღი ცხოვრების წესს დათესავს.

ღონისძიება ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. შეჯიბრში ჩართულ მონაწილეებს სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცათ.

სპორტულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.