27 ოქტომბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ოქტომბერს 07:00-დან 08:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5811 აბონენტს რუსთავში თოდრიას, კლდიაშვილის, ფიროსმანის, მეგობრობის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.