ქვემო ქართლის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარემ თამაზ გველუკაშვილმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
ბიზნესმენმა სპორტსმენებს მათ მიერ მოპოვებული დიდი გამარჯვებები მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
თამაზ გველუკაშვილმა ფულადი ჯილდო საერთო ჯამში 15 მაღალი სპორტული მიღწევების მქონე სპორტსმენს გადასცა, რომლებმაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეგიონისა თუ ქვეყნის პოპულარიზაციაში. ღონისძიება ქვემო ქართლის ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, რუსთავში, სასტუმრო "გრანდ ვეჯინში" გაიმართა.
ნახეთ წარმატებული სპორტსმენების სია:
1.ალექსი დოკვაძე -"კრივი" (რუსთავი)
2.გიორგი კაპანაძე -"კრივი" (რუსთავი)
3.ნიკოლოზ ბეგაძე -"კრივი" (რუსთავი)
4.მარიამ ცუხიშვილი -"ფარიკაობა" (რუსთავი)
5.ალექსი წივწივაძე -"ნიჩბოსნობა" (რუსთავი)
6.თენგო მაღრაძე -"ნიჩბოსნობა" (რუსთავი)
7.საბა ჭიჭიკოშვილი -"ნიჩბოსნობა" (რუსთავი)
8.აკაკი ვაშაკიძე -"ცურვა" (რუსთავი)
9.რუსუდან გოგინაშვილი -"ცურვა" (რუსთავი)
10.გიორგი ბოსტოღანაშვილი -"ტაეკვონდო" (რუსთავი)
11.ბექა წიფიანი -"ძიუდო" (მარნეული)
12.ლუკა კაპანაძე -"ძიუდო" (მარნეული)
13.კოტე კაპანაძე -"ძიუდო" (მარნეული)
14.ბაგრატ ნინიაშვილი -"ძიუდო" (დმანისი)
15.ოთარ ნავერიანი -"კრივი" (მარნეული)