ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს. [ვიდეო/video]
ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმკვდარი მამების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაურეკა და სარალიძისა და აქციის კიდევ 2 მონაწილის დაკავებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სარალიძე პარლამენტის ტერიტორიიდან ორ პირთან ერთად გაიყვანეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარალიძეს დაკავებას წინ პარლამენტთან მომხდარი ინციდენტი უძღოდა. ხორავას ქუჩაზე მომზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, კარვების დემონტაჟი ხდებოდა და სწორედ ამ ფაქტის გამო მოხდა დაპირისპირება სარალიძესა და პოლიციელებს შორის. არსებული ინფორმაციით ზაზა სარალიძე პოლიციელებს არ აძლევდა საშუალებას ტერიტორიიდან კარვები გაეტანათ.
სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება სამართალდამცავების მიერ სარალიძის დაკავება.
შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.