სახლი, რომელშიც სისხლის კვალი იპოვეს „ქრონიკის“ ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დაკავებულია ახალგაზრდა კაცი. შსს დაკავების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
„ქრონიკის“ ცნობით, დაკავებულია მუშა რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. ამას ადასტურებენ ადგილობრივები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებდნენ. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და ამჟამად მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ გორში 8 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა.
წყარო: imedinews.ge