9 წლის გოგონა გადარცვლილი ნახეს

2018-10-25 23:02:31

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, დაკარგული 9 წლის გოგონა გადარცვლილი იპოვეს.

ოჯახის წევრების თქმით, გოგონა დღის 15:00 საათზე გაუჩინარდა და მის კვალს მოზარდის ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებდნენ.

ბავშვის ცხედარი გორის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, სავარაუდოდ, ის მოკლულია.

ადგილობრივები, რომლებმაც ბავშვი იპოვეს ჰყვებიან, რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს.

ახლობლების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დააგდეს.

წმინდაწყლის დასახლებაში საძიებო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.