ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-10-25 22:24:00

26 ოქტომბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ოქტომბერს 16:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება რუსთავში მშვიდობის და მაზნიაშვილის ქუჩებზე, აგრეთვე გარდაბნის რაიონის სოფელ ახალ სამგორში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.