ახალი ავტომობილები რეგიონებში გადანაწილდა

2018-10-25 10:52:40

შსს ინფორმაციას ავრცელებს - "შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პოლიციის ავტოპარკს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა.

ახალი მანქანების გადაცემის ცერემონია მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა და პოლიციელებს სიტყვით მიმართა."