სასამართლომ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

2018-10-25 00:14:16

რუსთავში გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ 26 წლის მამაკაცს რუსთავის სასამართლოში, მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რუსთავის პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. 3 დღის წინ დააკავა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით აღნიშნული პირი გაუპატიურების ბრალდებით მანამდეც იყო დაკავებული.

შეგახსენებთ რომ შემთხვევა 19 ოქტომბერს 21-ე მიკრო-რაიონში მოხდა.